რუსეთისა და უკრაინის საგარეო
უწყების პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან.
ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების
ცნობით, სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება
ერთმანეთს ანტალიაში შეხვდებიან. საუბარია სამმხრივი მოლაპარაკების
ფორმატზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს
მონაწილეობით.
"ლავროვი მიფრინავს
ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე და შეხვედრა კულებასთან
იგეგმება იქ", - იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო
გამოშვება РИА Новости.
დიპლომატიური ფორუმი 11 მარტს გაიმართება, ხოლო, შეხვედრა,
სავარაუდოდ, 10 მარტს.
მხარეებს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ
ჩავუშოღლუმ შესთავაზა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს საგარეო საქმეთა
მინისტრების პირველი პირდაპირი შეხვედრა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები