რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა,
დასავლური ფინანსური სანქციების შემდეგ, უცხოურ ვალუტაში თანხის
განაღდებაზე შეზღუდვები დააწესა.
რუსული ბანკების იმ კლიენტებს,
რომლებსაც ანგარიშზე თანხა დოლარის კუპიურაში აქვთ, მაქსიმუმ 10
000-ის გატანა შეუძლიათ, დარჩენილი თანხა კი მხოლოდ რუბლში
დახურდავდება.
მაგალითად, თუ მომხმარებელი ბანკში 40 000 დოლარს ინახავს და მის
ანგარიშიდან მოხსნას დააპირებს, მხოლოდ 10 000 დოლარს მისცემენ,
დანარჩენ თანხას კი გაუფასურებული რუბლის კუპიურით
გაიტანს.
შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე დარჩება. რუსულ ბანკებს, სანქციები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაედო.
უკრაინაში მეთოთხმეტე დღეა ომი მიმდინარეობს. 8 მარტს, აშშ-ს
პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა რუსეთიდან გაზსა და
ნავთობს აღარ იყიდის. მან, ვრცელი გამოსვლისას, რუსეთზე
ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმა და რუსეთისთვის ახალი
სანქციების დაწესება დააანონსა.
მასალის გამოყენების პირობები