უკრაინის მხადამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისში.
ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
და დაგმეს რუსეთის აქცია.
"დღეს მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი მსოფლიო მასშტაბით და მათ
შორის, ქუთაისშიც, ვინც არ აპროტესტებს იმას რაც ხდება უკრაინაში.
ცხადია, ამ პროტესტმა გამოგვიყვანა ჩვენ ქუჩაში. ვგმობთ აგრესორს და
ვდგევართ უკრაინელი ხალხის მიმართ", - აღნიშნეს სოლიდარობის
აქციაზე შეკრებილებმა.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის
განცხადებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ჩერნობილის ატომური
ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას.
„ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის
ტრაგედია არ განმეორდეს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი განცხადებით, ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას
ნიშნავს.
ჩერნობილის კატასტროფა იყო უდიდესი ბირთვული კატასტროფა კაცობრიობის
ისტორიაში.
კატასტროფის გამო ბელარუსსა და უკრაინაში ასობით ათასი ჰექტარი
ტერიტორია აკრძალულ ზონადაა გამოცხადებული.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის
დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა,
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად
გამოუცხადა.
რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების
დაცვის საბაბით შეიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები