ქუთაისში, წერეთლის ქუჩის
2.8 კმ-იანი
გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
წერეთლის ქუჩის მკვიდრების განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში
მათ მტვერში და ტალახში უწევთ ცხოვრება, სადაც გადაადგილებაც და
საკუთარ სახლთან მისვლაც პრობლემას წარმოადგენს.
"მთელი ტროტუარი გადათხრილია. არ ვიცი რას აკეთებენ ან რას
ელოდებიან. მოტანილი აქვთ ფილები, რომლებიც შეფუთულია. მგონი, არც
აპირებენ მის გახსნას", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.
თუ იყიდეს და აქამდე მოიტანეს დააგონ რაღას აჭიანურებენ'',
- ამბობს დაუსრულებელი სამუშაოებით შეწუხებული ადგილობრივი
მანანა თორაძე.
საგზაო დეპარტამენტში , რომელიც აღნიშნულ სამუშაოებზე არის
პასუხისმგებელი, ამბობენ რომ კომპანიამ სამუშაოების
დასრულების ყველანაირი ვადა დაარღვია, რის გამოც ყოველდღიურად
ჯარიმდება.
"ჩაბარების ყველა ვადა დაირღვა. კომპანია იღებს ყოველდღიურ
ჯარიმას კომპანია. საბოლოოდ, 31 მარტს წერეთელი ისევე,
როგორც აღმაშენებელის გამზირი ყველა მხრივ დასრულებული
უნდა იყოს'', - ამბობს საგზაო დეპარტამენტის იმერეთის
წარმომადგენლი ბაქარ ჭეიშვილი.
წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებამ სამუშაოების შესყიდვაზე სახელმწიფო
შესყიდვა (
NAT200009623) 2020 წლის ივლისში
გამოაცხადა.
სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის
სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა,
სადაც კომპანიას რეაბილიტაციის დასრულების ვადად 7 თვე
განესაზღვრა ანუ 2021 წლის აპრილი.
თუმცა , ხელშეკრულების დადებიდან კომპანიამ მალავე დოკუმენტში
ცვლილება შეიტანა, რომელიც მითითებული დროის გადავადებას ითხოვდა.
საბოლოო ჯამში, "ბლექ სი გრუპმა" ხელშეკრულებაში 28 ცვლილება შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები