იმერეთში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ხე-ტყის
უკანონო მოპოვების 38 შემთხვევა გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ პერიოდის
განმავლობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე და საერთო ჯამში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 330
სამართალდარღევის ფაქტი გამოვლინდა.
ამასთან, გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38
სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24,
სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში - 5,
მცხეთა-მთიანეთში - 4.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი
გამოვლინეს.
აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა“,- აღნიშნავენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები