საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26
იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების
დღეს აღნიშნავს.
8 თებერვალს ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები დილიდან გაიმართება:
12:00 სთ. - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება;
14:00 სთ. - გამოფენა „ძლევაი საკვირველი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი.
15:00 სთ. - პროფესორ ელდარ თავბერიძის საჯარო ლექცია „დავით
აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი.
16:00 სთ. - ლიტერატურული კომპოზიცია „ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ
დავადგამ,
ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავივლი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი.
17:00 სთ. - დ/ფ „დავით IV - აღმაშენებელი“, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი.
მერიის ინფორმაციით, "დავითობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები
კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები