ქუთაისის მერია კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების
დაკრძალვისათვის ტენდერს აცხადებს.
32 500 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე
(NAT210025138) წინადადების მიღება 31 დეკემბრს დაიწყება და სამ დღეში
დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია COVID-19 გარდაცვლილი
ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეების დაკრძალვისა და სარიტუალო
მომსახურების ხარჯებს გაიღებს.
სარიტუალო მომსახურება მოიცავს:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შედეგად გარდაცვლი ქუთაისში
რეგისტრირებული მიცვალებულის გვამის ჩანთაში ჩასვენებას,
გარდაცვალების ადგილიდან გადმოსვენებას შემსყიდველის დავალებით
განსაზღვრულ ადგილას, გვამის განთავსების ადგილას ატანას შემდგომი
დავალებით სასახლეში ჩასვენებას, დაკრძალვის დღეს ჩამოსვენებას,
კატაფალკაში შესვენებას. ავტოკატაფალკით მომსახურებას;
აუცილებლობის შემთხვევაში გვამის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და
ექსპერტიზის ბიუროდან გადმოსვენებას, განსაზღვრულ ადგილზე
ტრანსპორტირებას;
მიმწოდებლი ანუ გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია COVID19
ვირუსის შედეგად გარდაცვლილისთვის სარიტუალო მომსახურების გაწევის
პროცესში მონაწილე მომსახურე პერსონალი აღჭურვოს მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების საშუალებებით;
ასევე, ვალდებულია მომსახურების ღირებულებაში გაითვალისწინოს COVID19
ვირუსის შედეგად გარდაცვლილი მიცვალებულის ჩასადები გვამის ჩანთის,
რეინჯერების და ავტოკატაფალკის მძღოლის ეკიპირების ღირებულება;
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარდაცვლილის სასახლის
დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის (ანუ მერიის)
მოთხოვნის შემთხვევაში. გარდაცვლილის პატრონის მოთხოვნით, საკუთარი
სახსრებით, ძვირად ღირებული სასახლის შეძენის შემთხვევაში არ მოხდება
სასახლის ღირებულების ანაზღაურება.
მასალის გამოყენების პირობები