ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 979
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 470 პაციენტი, გარდაცვალა
53 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 904 181 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 852 560, გარდაიცვალა 12 971
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 493,
ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81,
სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები