პირველი სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნებს გაუმჭვირვალე და არადემოკრატიულ
გარემოში ჩატარებული უწოდეს.
„გილოცავთ, ეს არის პირველი სხდომა, თუმცა, ეს არ გამოხატავს
ქუთაისელი ამომრჩევლების თავისუფალ ნებას",-განაცხადა „ნაციონალური
მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.
"ეს არის მასკარადი, რადგან ყველა აქ მყოფი ადამიანი ხვდება
იმას, რომ სინამდვილეში ოპოზიციაა გამარჯვებული",- განაცხადა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა გაბუნიამ.
ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა
ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი
მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.
მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა.
დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია.
სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის
საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები