ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემურ მუშაობაზე მგზავრები
მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგაც საუბრობენ.
"ყოველდღე ნერვები მაწყდება ტრანსპორტის ლოდინში. ამ ქალაქს მაინც
არფერი შველის არც მუნიციპალური ავტობუსები", - ამბობენ
მგზარები.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
ქალაქში ტრანსპორტი დღის განმავლობაში შემდეგი ინტერვალით
მოძრაობს: დილის 08:00 საათიდან ავტობუსებებზე 12 წუთიდან 60 წუთიანი
ინტერვალი აქვთ, ხოლო საღამოს 20:00 საათის შემდეგ 23:00 საათამდე ეს
ინტერვალი გაორმაგებულია. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის ინტერვალი
ათივე საავტობუსო ხაზისთვის სხვადასხვაა.
ნახეთ რამდენი ავტობუსი მუშაობს თითოულ ხაზეე და როგორია მათი
მოძრაობის ინტერვალი:
წრიული (მარჯვენა) 9 ავტობუსი, ინტერვალი 7 წუთი, 20:00 სთ-ის შემდეგ
ინტერვალი 14 წუთი;
წრიული (მარცხენა)7 ავტობუსი, ინტერვალი 7 წუთი, 20:00 საათის შემდეგ
ინტერვალი 14 წუთი;
#3 სვლაგეზზე მოძრაობს 2 ავტობუსი, ინტერვალი 35 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ ინტერვალი 70 წუთი;
#4 სვლაგეზზე მოძრაობს 9 ავტობუსი, ინტერვალი 12 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ ინტერვალი 24 წუთი;
#5 სვლაგეზზე მოძრაობს 3 ავტობუსი , ინტერვალი 60 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ,ინტერვალი 120 წუთი;
#10 სვლაგეზზე მოძრაობს 3 ავტობუსი, ინტერვალი 25 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ,ინტერვალი 40 წუთი;
#19 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი,ინტერვალი 17 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი;
#20 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 17 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ, ინტერვალი 34 წუთი;
25 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 15 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი;
#31 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 15 წუთი, 20:00 საათის
შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი.
მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისში გასულ წელს შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები