ქუთაისში, ორჯერ დახარვეზებული ნიკიტინის სკვერი მერიამ ისევ არ
ჩაიბარა.
კომპანიის სკვერში არსებული დაფიქსირებული ხარვეზების
გამოსწორების ვადა 10 ოქტომბერს ამოეწურა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა
ხიდაშელის თქმით, კომპანია "გოლობალ სტანდარტმშენმა''
ხარვეზების ნაწილი გამოასწორა, ნაწილი კი ისევ გამოსასწორებელია.
"გამოსწორებულია ქვაფენილის ნაწილი, მაგრამ შეღებვისა და
შედუღების ნაწილი ისევ დახარვეზებულია", - ამბობს
მირზა ხიდაშელი.
მისი თქმით, მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად
გონივრული ვადა განესაზღვრა, თუმცა ის ზუსტ დროს არ ასახელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ობიექტი
მანამდე არ ჩაბარდება, ვიდრე შემსრულებელი კომპანია სკვერში
არსებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს.
"ხარვეზებით არ ჩავიბარებთ ობიექტს. თუ გონივრულ
ვადაში არ გამოასწორა ჩვენ იძულებული ვიქნებით გავწყვიტოთ კონტრაქტი,
ასევე ამ შემთხვევაში სანქციაზეც დაიწყება მსჯელობა", -
ამბობს მირზა ხიდაშელი.
კომპანიაში კი თვლიან, რომ ობიექტში ხარვეზები გამოსწორებული აქვთ და
მერიაც სკვერს ამჯერად უპრობლემოდ ჩაიბარებს.
"მერიას გუშინ (11 ოქტომბერს ) გავუგზავნე წერილი
ჩაბარების თაობაზე. დაიწერება დასკვა და ჩაიბარებს მერია", -
ამბობს კომპანიის წარმომადგენლი მურმან კუტალაძე.
კომპანიამ სკვერის მოწყობას 370 244 ლარის სანაცვლოდ
კომპანია
შპს ,,გლობალ სტანდარტმშენს"
აკეთებს.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანის სკევრის მოწყობა 29 აგვისტოს
უნდა ჩაებარებინა, ისიც ორჯერ გადავადებული პირობების ფონზე. თუმცა,
კომპანიამ სკევრის მოწყობა ვერც გახანგრძლივებული სამუშაო ვადის
შემდეგაც შეძლო.
მერიას კომპანიამ თავდაპირველად სკევრის მოწყობის სამუშოების
დასრულების შესახებ სექტემბერში მიწერა, თუმცა, მაშინაც ადგილობრივმა
თვითმმართველობამ სკვერი დაიწუნა, შესაბამისად, არ ჩაიბარა.
იმ დროისთვის მერიამ კომპანიას ძელსაკამები, ქვაფენილი და
გვირაბის კედელი დაუხარვეზა.
შემდეგ იყო ქვაფენილების და ჟანგის პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად
კომპანიას
10 ოქტომბრამდე მიეცა ვადა.
უცნობია, როგორ შეძლებს კომპანია იმ ხარვეზების გასწორებას რაც
მერიამ დაუდგინა, რადგან
"გლობალ სტანდარტმშენში" გონიათ, რომ
სკვერში ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია.
რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს
მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად
დაიღუპა.
xxx hot movies
ამავე თემაზე:
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია ნიკიტინის სკვერი
(ფოტო/ვიდეო)
ხარვეზების გასწორება - ნიკიტინის სკვერში ფილებს თავიდან
აგებენ
მასალის გამოყენების პირობები