ახალი ამბები
"ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია, კორონავირუსის და გრიპის დატყუპება"
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა.

როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში რთული ნოემბერი იქნება. 

„იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვეა - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. მაგრამ ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია.

ბოლო სამი დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათი-ხუთშაბათის პერიოდში. ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს.

ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, 9 ათასის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა, ეს არის ძალიან ცუდი. ამასთან, უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი.

ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია - მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 214 საათის განმავლობაში კოვიდინფექციით 2 228 ადამიანი დაინფიცრდა, გარდაიცვალა - 28.

რაც შეეხება, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაბალი აქტივობაა, შესაბამისად, ამ დროისთვის ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35.0% აცრილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.