გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი
ორი დღის განმავლობაში უხვ ნალექს პროგნოზირებს და მოსახლეობას
აფრთხილებს.
ამინდის შემსწავლელი სამსახურის ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა,
შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.
არამდგრადი ამინდები ქვეყანაში
კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები