ახალი ამბები
"დღეს უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილება" - მარიტა მუსელიანი
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის ფარგლებში, მორიგ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლის, მარიტა მუსელიანის თქმით, დღევანდელ ონლაინ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ასრულებს თუ არა ხელისუფლება მედიაციის წინაპირობებს, რომელთაგან მხოლოდ ერთი - ბარიკადების მოხსნაა დაკმაყოფილებული. რაც შეეხება სამუშაოების შეჩერებას, ჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" ამ დრომდე აცხადებს, რომ ხეობაში პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით, არც მესამე პირობაა შესრულებული, რაც ხეობის მცველების პროტესტის ადგილის გუმათიდან ნამოხვანში გადატანას გულისხმობს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას 238 დღეა აპროტესტებენ, ხელისუფლებამ კარვების გასაშლელად რამდენიმე ალტერნატიული ადგილი უკვე შესთავაზა, თუმცა, აქტივისტები ამბობენ, რომ ტერიტორია ან გეოგრაფიულად მიუდგომელია, ან სატელეფონო კომუნიკაციაა შეუძლებელი.

"დღეს უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილება. აუცილებელი პირობებია შესასრულებელი, რომ მედიაცია შედგეს და  ჩვენ ყველანაირად ვეცდებით პროცესს არ შევუშალოთ ხელი. ცხადია, შემოთავაზებაც ადეკვატურობის ფარგლებში უნდა იყოს. ვერ ვიტყვით, რომ არ ცდილობენ პირობების შესრულებას, მაგრამ რადგან ბარიკადის მეტი არაფერი ყოფილა აღებული, ველოდებით ამ პირველი ნაწილის დასრულებას", - ამბობს მარიტა მუსელიანი.

მისი თქმით, მოლაპარაკებაში არ აქტიურობს კომპანია "ენკა", ხელისუფლება კი მის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, რაც შეთანხმების პროცესს აჭიანურებს.

"კომპანიის ნებართვაც არის საჭირო,  როგორც ჩანს, რადგან კომპანია,  სამწუხაროდ,  პირდაპირ არ ერთვება ამ საკითხში და ვერ გავიგეთ მოტივი. სულ მოწადინებული იყო და ახლა რატომ აღარ ცდილობს კომუნიკაციას, ჩვენთვის გაუგებარია. კარგი იქნებოდა, რომ ჩართულიყო, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული საკითხები მასთან. ხელისუფლებასაც,  ეტყობა მარტო უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ დროშია გაწელილი ეს პროცესი", - აცხადებს მარიტა მუსელიანი.

რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით მესამე შეხვედრა გაიმართება. პროცესში მესამე მხარის ჩართვა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების  ორჯერ ჩაშლის შემდეგ გახდა საჭირო.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.