ქუთაისის ტურისტული სლოგანისა და ლოგოს შესარჩევად მეორედ
გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
მერიაში
კონკურსანტებმა ქალაქის ტურისტული სლოგანის 27, ხოლო ლოგოს 85 ვერსია
წარადგინეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხმის დათვლის პროცედურა რამდენიმე დღეში
დასრულდება და შედეგები ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ქუთაისის ტურისტული სლოგანისა და ლოგოს შესარჩევი კონკურსი
ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის15 ოქტომბერს
გამოაცხადა. ხმის მიცემის პროცედურა გუშინ 18
საათზე დასრულდა.
მერიის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებების
თანახმად, გაორმაგდა კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის
ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
პირველად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო
კომისიამ გამარჯვებული
ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადოებაში აზრთა
სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები