ფინანსთა სამინისტრომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე იმერეთში სამი პირი ამხილა
12:27 / 21.05.2021
იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის 3 თანამშრომელი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს.
მათ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ზედამხედველობა ჰქონდათ დავალებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ავრცელებს.
,,სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ
არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც
საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები
მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული,
რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები", -
განმარტავენ უწყებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"
ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული საპროტესტო
ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე
თანამშრომელი გაათავისუფლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები