ბაღდათის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობა პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს
დაეხმარება, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები
დაუზიანა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთკვირიანი წვიმების შედეგად 22 ოჯახს
საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. ადგილობრივი მთავრობა პირველ ეტაპზე
იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები
დაუზიანათ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გელა მშვილდაძის
განმარტებით, დაზარალებულთაგან ორი ოჯახი ქალაქ ბაღდათის, ხოლო
დანარჩენი სოფლის მცხოვრებლები არიან.
"იმას ვერ ვიტყვით, რომ ვინმე ღია ცის ქვეშ დარჩა, მაგრამ საკმაოდ
დიდი დაზიანება მიადგა საცხოვერებელ სახლებს. უმეტეს შემთხვევაში
სახლების სახურავებია გადახდილი", - ამბობს მშვილდაძე. თუმცა, თითოეულ
მათგანს რა ოდენობის თანხით დაეხმარებიან ჯერ არ აქვთ
დაზუსტებული.
ერთკვირიანმა წვიმებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს მთლიანად 600 000-მდე
ლარის
ზარალი მიაყენა.
როგორ გამოიყურება ბაღდათი სტიქიის შემდეგ ნახეთ მალე ქუთაისიპოსტზე
ფოტორეპორტაჟი.
მასალის გამოყენების პირობები