17 წლის მოზარდს, რომელიც გუმათჰესის
ხიდიდან გადავარდა საოპერაციოდ ამზადებენ.
"ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა, ბარძაყის მოტეხილობა აქვს და ვამზადებთ
ახლა საოპერაციოდ", - განმარტავენ ცხაკაიას
სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული
ცენტრში.
მოზარდი 18 აპრილს
გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა.
თვითმხილველთა თქმით, იგი მშობლებთან ერთად პროტესტის ადგილზე
იყო მისული.
"შეშას აგროვებდა აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც კარავში ათევენ
ღამეს. ჩანს, სიმძიმემ დაძლია და ხიდიდან გადავარდა", - ამბობენ
თვითმხილველები.
მოზარდის გადარჩენა ჰესის თანამშრომლებმა შეძლეს.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომელსაც გუმათჰესთან
კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, მოზარდი როგორ
აღმოჩნდა ხიდზე, რადგან ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ.
აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობაში, მდინარე რიონში 3 აპრილს
ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე
ეძებენ.
გუმათჰესთან დაახლოებით ორი კვირაა გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე
პოლიციელები დგანან, რომელიც გუმათჰესის იქით, სოფელ ნამოხვანისაკენ
გადაადგილებას აკონტროლებენ.
ხეობის გადაკეტვა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტს უკავშირდება,
რომელიც 175 დღეა მიმდინარეოებს.
ამავე
თემაზე:
მოზარდი, რომელიც გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა, საავადმყოფოში
გადაიყვანეს
გუმათჰესთან მამაკაცი მდინარეში
გადავარდა
მასალის გამოყენების პირობები