ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო
აეროპორტში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის მიმართულებით,
პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდა.
განახლებული აეროპორტიდან, პანდემიის შემდეგ, პირველი რეგულარული
ფრენა ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, დაბალბიუჯეტიანმა
ავიაკომპანიამ Wizz Air-მა შეასრულა.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს ოთხჯერ უფრო
გაფართოებული ტერმინალი დახვდებათ, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი
კვადრატული ერთიანი სივრცეა - საერთო მოფრენისა და გაფრენის
დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის
ოპერირებისთვისაა საჭირო.
მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop
იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში,
ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. სხვა სიახლეები, ოპერირების
განახლების პარალელურად, აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.
აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ფასადი
მოიხატა ქუთაისის ბრენდინგის შესაბამისად. ასევე, განხორციელდა
ტრაპზე, აეროპორტის ავტობუსებსა და საბარგო ურიკებზე ბრენდინგის
ელემენტების განთავსება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები აპრილში
ვილნიუსის და ვარშავას მიმართულებით, მაისიდან კი - დორტმუნდისა და
რიგას მიმართულებით შესრულდება.
საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული
შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების
რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის
საფუძველზე შემოდიან.
2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.
მასალის გამოყენების პირობები