ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 27
წლის პატიმარი გარდაიცვალა.
თ. ო. ციხის საპირფარეშოში იპოვეს. მას ყელის
არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს
მიყენებული.
გარდაცვლილი პატიმარი ლანჩხუთში იმ ექიმის შვილი
იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით
გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით 27 წლის ახალგაზრდამ
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახში დარეკა, სადაც მას დედის
გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ
პენიტენციურ სამსახურში. მომხდარზე მიმდინარეობს
მოკვლევა.
მასალის გამოყენების პირობები