ახალი ამბები
Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის ფრენების ნაწილი გააუქმა
FaceBook
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა.
კომპანიის განცხადებით, გაუქმდა ფრენები გერმანიის და იტალიის მიმართულებით. კერძოდ ქალაქებში - ბერლინში, დრტმუნდში, მიუნხენში, ასევე მილანსა და რომში აღარ შესრულდება რეისები.

Wizz Air-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის ახალი რეგულაციებია. იტალიაში covid-19-ის შემთხვევების მატების გამო, 15 მარტიდან ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა.

ქვეყანაში კარანტინის გარეშე ესვლა მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, რისთვისაც მათ 48 საათის ვადის ნეგატიური covid-19-ის ტესტი ესაჭიროებათ. გერმანიაში შესვლაც ამჟამად შენგენის ზონის ქვეყნებიდან და EU-ს მიერ დადგენილი "უსაფრთხო ქვეყნებიდან" არის შესაძლებელი.

გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

"საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა.

ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მისცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.