ახალი ამბები
,,გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს'' - თეა წულუკიანი გელათის რეკონსტრუქციაზე
FaceBook
კულტურული მემკვიდროების სააგენტოში გელათის კომპლექსის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი პირმა და სააგენტოს მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს რა დაშავდა გელათში.
ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა  განაცხდა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა დაშავდა გელათის კომპლექსში და რატომ დაშავდა.

წულუკიანის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

,,გელათის სამონასტრო კომპლექსში, იქ კვლავ ჩადის თუ არა წყალი ეს კითხვა ეკუთნის ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც სახელად ჰქვია ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენ, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მათ მუდმივად ამ და კიდევ ბევრ სხვა მწვავე კითხვას ვუსვამთ. ზოგ კითხვაზე არის კომპეტენტური და ადეკვატური პასუხი. ზოგ კითხვაზე არის არაადეკვატური რეაქციები ჯერ კიდევ. ამას სჭირდება გამოსწორება და თან სასწრაფოდ. იმიტომ, რომ 2008 წლიდან დღემდე მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე. იმიტომ, რომ მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია მრავალი საუკუნეა საქართველოს აღარ ჰქონია.

მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად ერთ-ერთი პირველი გამოცდა, რომ გელათზე ჩაეტარებინათ. ეს მგონია, რომ არის დაუშვებeლი და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს. რაც შეეხება ფრესკებს, ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა ემოციური და ხანდახან ისტერიულიც.

მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა ამ პასუხისმგებელი პირი სააგენტოში, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ იმისთვის, რომ საზოგადოებას გასცენ მშვიდად პასუხი იმაზე თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა. მაგრამ მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13 წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გელათის გარეშე, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, არც ძლიერი საქართველო არსებობს," – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. რამდენიმე დღეში თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა. ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია "ბაგინეთი + " შეასრულებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ამავე თემაზე:

ენმ კულტურული მემკვიდრეობის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს

გელათის მონასტერზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დასრულდა


გელათის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ და პროცესს ჩამოშორდნენ





კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.