ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური, ქუთაისში პატიმრის მიერ თვითდაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მიერ თვითდაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

სამსახური ადასტურებს პატიმრის მიერ მკლავებისა და მუცლის არეში თვითდაზიანებას, თუმცა, აცხადებს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ არის. უწყება სიცრუეს უწოდებს ზ.ჩ.-ს მეუღლის ბრალდებას იმის შესახებ, რომ პატიმარს ციხის ადმინისტრაცია შესაბამისი ყურადღებას არ აქცევს.

"ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, ბრალდებულს 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი, პოსტფლებიტური სინდრომი. დაენიშნა მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა. დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას. აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულმა ზ.ჩ.-მ სხეულზე თვითდაზიანება მას შემდეგ მიიყენა, რაც მისი მეუღლის, ნინო მეფარიშვილის თქმით, მას კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრეს.

ზ.ჩ. პოლიციამ 2020 წლის 17 აგვისტოს, ტყიბულის სოფელ ბზიაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მომხდართან კავშირი არ აქვს. მკვლელობა კი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს და ზ.ჩ.-სთვის მისი დაბრალებით დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.


ამავე თემაზე:


ქუთაისის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე - ქმრის უდანაშაულობას დავამტკიცებ


ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.