ახალი ამბები
"ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი" - მიტროპოლიტი სტეფანე ნამახავანჰესზე
FaceBook
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე რიონის ხეობის მოსახლეობას თანადგომას უცხადებს.

"გავიგე, რომ რიონის ხეობა ერთი საუკუნით გადაუციათ თურქული კომპანიისთვის. არ ესიამოვნება ზოგიერთს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა და პასუხი უნდა გაგვცენ. მართალია, რომ 99  წლით გაასხვისეთ რიონის ხეობა და რიონის ხეობის დიდი ნაწილი? ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი. მე ამას გამიზნულად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ამის დამალვა არ შეიძლება და ერთი საუკუნე იცით რას ნიშნავს? ერთი საუკუნე გავა დაგვიბრუნებენ თუ არა კაცმა არ იცის. რა ისეთი ენერგო დამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ მთელი ხეობის ფლობის უფლებას",- განაცხადა მიტროპოლიტმა.

ის რიონის ხეობიდან მოსახლეობის მიერ აღმართული ჯვრის  გატანის საკითხსაც გამოეხმაურმა და  განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ზოგიერთი ვინც იქ ცხოვრობს არ აქვთ არავისთვის მიყიდული ტერიტორია და გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ჯვარი მოთხარეს, რაც მოხდა მიუღებელია. მიტროპოლიტმა სტეფანემ მოსახლეობას ეპარქიაში ჯვრის ნებისმიერ ადგილას აღმართვის კურთხევა მისცა.

"გაძლევთ ლოცვა კურთხევას აღმართოთ ჯვარი ნებისმიერ ადგილზე ჩვენს ეპარქიაში და მღვდლები აკურთხებენ მაგ ჯვრებს. ჯვარი არის დასაცავი ჩვენი, ჯვარი არის მფარველი ჩვენი. როცა სხვა გზა არ გვაქვს თავს ვიცავთ ჯვრით. მე მინდა თანადგომა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომლებიც არაფერს ცუდს არ ითხოვენ, იბრძვიან და იღვწიან იმისთვის რომ ვიცოდეთ ნათლად რა ინტერესები ტრიალებს იმ ხეობაში",- განაცხადა მიტროპოლიტმა.

რიონის ხეობაში, გასულ კვირას ჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირიპირება მოხდა. მშენებლობის ადგილას აღმართული ჯვარი ხეობიდან გადაიტანეს.  ჯვრის აღებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ჯვარი ეპარქიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ბაგრატის ტაძრის ეზოშია გადატანილი.

ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად და შესაჩერებლად  მოსახლეობა კარვში ღამეს ათევდა, ისინი ნამხვანჰესის მშენებლიკომპანიის "ენკას" გასვლას ითხოვენ. მათი თქმით, კაშხლის მშენებლობა როგორც ხეობას ისე ქუთაისსაც საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.