ახალი ამბები
უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს - ნათია თურნავა "ნამახვან ჰესზე"
FaceBook
ნამახვანი" არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს,
- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "ნამახვანი" ჰესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა ყველა წესის დაცვით გაიცა და ეტაპობრივად ხდება გადამოწმება და პროექტის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა.

"გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც წყალსაცავი გააჩნია და შეუძლია ზამთრისთვის გადაინახოს წყალი და როდესაც დეფიციტური პერიოდია, შეგვეშველოს. ესაა ძირითადად ძველი სადგურები და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი, ასეთი ტიპის რეზერვუარიანი სადგური აშენდეს. კონკრეტულად "ნამახვანზე", როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,500 გგვთ.სთ გამომუშავება, რაც ენერგიის მთლიანი მოხმარების 10%-ია, ესაა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს.

ცალსახად, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას გარემოზე ზეგავლენა გააჩნია და ძალიან სკურპლოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება ამას. თვითონ ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით, ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და მჭიდრო კომუნიკაციაში მუშაობს ხეობის მოსახლეობასთან, მეფუტკრეობის, მეღვინეობის თუ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად კანონმდებლობასთან შესაბამისადაა გაცემული ნებართვა, ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები, მაგრამ თვითონ ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას გავცემთ ისე, რომ ეტაპობრივად, თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან, მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს და მის უსაფრთხოებას, ამ პროცესს ვაკონტროლებთ",-აღნიშნა ნათია თურნავამ.


ნამახვან ჰესის მშენებლობას მიმდებარე სოფლის მკვიდრები აპროტესტებენ. ისინი 57-ეა 24 საათიან რეჟიმში ადგილზე რჩებიან და კომპნია "ენკასაგნ" ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა დახმარებისთვის ამერიკის ელჩსაც მიმართეს და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად გროვდება ხელმოწერებიც.
ადგილობრივების თქმით, მათ შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ კომპანია სამუშაოებს ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, არ აქვს არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ყველა ეს გარემოება კი ზრდის კაშხლების დაზიანების რისკებს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.



ამავე თემაზე:

მთავრობის კანცელარიასთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს


პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.