ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანჰესის მშნებელობა საუკუნის
პროექტია და 800 მილიონი დოლარის უცხოურ ინვესტიციას
მოიცავს.
"ეს შეიძლება ითქვას არის საუკუნის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი.
800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი ინვესტიციით
ხორციელდება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენს
ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი. ჩვენი მოხმარების
თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი საკუთარი გენერაციით,
როდესაც ეს პროექტი დასრულდება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს
არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს
ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ნათია
თურნავამ.
ნამახვან ჰესის პროექტის ხელმძღვანელის ბარან ოზგენის განცხადებით,
ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მაისში
დაიწყო და ყველა რეგულაციის დაცვით
მიმდინარეობს.
" „ენკა“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 60 წელიწადზე მეტია
მშენებლობის, ინჟინერიისა და ენერგოგენერაციის დარგებში
ოპერირებს. საქართველოში ჩვენს გეგმებშია არაერთი სოციალური
პროექტის განხორციელება და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
ამჟამად პროექტი 370 ადამიანს ასაქმებს, მათგან 80 პროცენტი
საქართველოს მოქალაქეა. პიკზე დასაქმებულთა რაოდენობა 2000-მდე
გაიზრდება", - განაცხადა ბარან ოზგენიმ.
ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები სისტემატიურად აპროტესტებენ.
ბოლო აქცია მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა. აქციის
მონაწილეების განცხადებით, ისინი მიმდინარე სამუშაოებს და კლდის
აფეთქებას ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობის თქმით, კომპანიამ მშენებლობა
ნებართვის გარეშე დაიწყო, ამიტომ ნამოხვანის მოსახლეობა შიშობს, რომ
ჰესი საფრთხეებს შეუქმნის, როგორც მათ სოფელს, ასევე დასავლეთ
საქართველოს. ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ნამახვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს.
სამუშაოები ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე
რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა
ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე
ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში
წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის
ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება,
3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების
წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი
მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.
კომპანიაში არ იზიარებენ მოსახლეობის შიშებს საფრთხეებთან
დაკავშირებით და ამბობებ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა
ადასტურებენ, რომ ჩანჩქერი წყლით დაიფარება.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები