ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს.
წელს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის გასაფორმებლად ბაგრატის ტაძრის
თემატიკას აირჩევენ.
მხატვარ-დიზაინერი გიორგი დარსაველიძე, რომელთანაც მერიამ
ხელშეკრულება გააფორმა, ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის დეტალების
გამოსახულებით, შესაბამისი ორნამენტები უკვე დამზადებულია და ქალაქის
მთავარი ნაძვის ხე წელს განსხვავებული თემატიკით
გაფორმდება.
"შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის თემატიკა ავირჩიეთ.
უკვე დამზადებულია დიდი ზომის ორნამენტები, რომლებითაც გაფორმდება
ნაძვის ხე. შარშანდლზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ იქნება", - ამბობს
გიორგი დარსაველიძე.
წელს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 28 000 ლარამდე
დაუჯდება, მისი
მონტაჟი მერიას ჯერ არ დაუწყია.
მასალის გამოყენების პირობები