ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი
ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა და დაჯარიმებულთა შორის
არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე
დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
უწყების ცნობით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 745 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება
კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"
ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული საპროტესტო
ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე
თანამშრომელი გაათავისუფლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები