ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 533
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მათ შორის მძიმე პაციენტია
242. რეგიონი ამ მონაცემებით, თბილისისა და აჭარის შემდეგ
მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, გასული დღე-ღამის
განმავლობაში ვირუსით 3487 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 2
495 პაციენტი. გარდაიცვალა 39 ადამიანი. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1
103.
რეგიონების მიხედვით, 14 დეკემბრის მონაცემები
ასე გამოიყურება: თბილისი - 1 477, აჭარა - 280, იმერეთი - 533,
ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი
- 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 198
387 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164
786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის
გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები