ქუთაისში
საზოგადოებრივი საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წელს ააშენა და ისინი ამ დრომდე არ
ფუნქციონირებს.
ქუთაისის მერიამ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" სარგებლობის უფლებით
ქალაქში არსებული საპირფარეშოების შენობები გადასცა. ქალაქის ბაღში,
ავტოქარხნის დასახლებასა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე
საზოგადოებრივი საპირფარეშოების ააიპ ორგანიზაციისთვის გადაცემის
საკითხს საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და ქალაქის
პირველი პირს, შოთა მურღულიას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
უმრავლესობის დეპუტატის, გია ქობალიანის განცხადებით, ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ ბაღში არ უნდა იყოს ტუალეტი. დეპუტატის
თქმით, ეს ქალაქის კულტურას და მის იერსახეს შეურაცხყოფს.
ქობალიანის თქმით, ქალაქში მოღვაწე ინტელიგენციამ აღნიშნულ
საკითხზე უკმაყოფილება ჯერ კიდევ მის მშენებლობამდე გამოთქვა.
ქობალიანმა განმარტა, რომ წინა მთავრობის დაპირების მიუხედავდ მაინც
მოხდა საპირფარეშოს ბაღში მშენებლობა.
"სად გინახიათ ქალაქის ცენტრში იყოს საპირფარეშო. ტუალეტების
ადგილების მეტი რა არის. იქ იყოს მოწესრიგებული ისე, რომ ადამიანს და
ტურისტს შესვლა არ შეეზაროს", - განაცხდა საკრებულოს დეპუტატმა. გია
ქობოლიანის ეს ინიციატივა დეპუტატების ნაწილმა მოიწონა, ხოლო
ნაწილისთვის გაუგებარი გახდა, თუ რატომ არის პრობლემა ქალაქის
ცენტრალურ ბაღში საზოგადოებრივი საპირფარეშოს ფუნქციონირება.
"სახლში ტუალეტი არ გაქვთ? რა პრობლემაა ვერ ვხვდები", - ამ რეპლიკით
გამოეხმაურა დეპუტატების კამათს ქუთაისის მერი. მისი თქმით, ის არ
სარგებლობს ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებით. თუმცა,
ქალაქის ცენტრში მისი ფუნქციონირება პრობლემას არ უნდა
წარმოადგენდეს.
"მისაღებ ოთახში გაქვს ტუალეტი?", - რეპლიკაზე რეპლიკითვე უპასუხა
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა პეტრიაშვილმა.
ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წელს ააშენა და ისინი
ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები