ახალი ამბები
"იძულებითი" უმუშევრობა - სპეციალისტების არასაიმედო პროგნოზები
FaceBook
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო მთავრობამ პანდემიის პრევენციისთვის შეზღუდვები ისევ გაამკაცრა.


დაწესებულებების უმეტესობამ მუშაობა იძულებით შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახური დასაქმებულთა ნაწილმა საერთოდ, ან დროებით დაკარგა.

მაგალითად, დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვის გამო უმუშევარი დარჩა მარიამ გოლოძის დედა. თავადაც უკვე რვა თვეა  უმუშევარია.

,,დედა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობს, როელიც უკვე დაიკეტა. დიდი ხანია მეც არ ვმუშაობ. მამას სამსახურს არ ეხება შეჩერება. ესე ცოტა შეღავათია", - ამბობს მარიამი.


თვეების წინ ის ქუთაისში ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა. კორონავირუსმა ტურიზმის სფეროს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და მარიამიც უმუშევარი დარჩა. პირველად ამან მასში შიში და დაბნეულობა გამოიწვია, რადგან არ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

,,ხუთი წელია ამ სამსახურში ვარ და ძალიან მომწონს ჩემი საქმე. ჩემი პირადი შემოსავალი მქონდა და ოჯახის წევრების შეწუხება არ მიწევდა. ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდა უმუშევრად დარჩენა და ის სიტუაცია რაც ვირუსის გამო არის ქვეყანაში", - ამბობს ის.

მთავრობის მიერ დაწესებული დახმარების პროგრამით ერთხელ უკვე ისარგებლა და დაანონსებული დახმარების მეორე ნაწილსაც ელოდება.

,,6 თვიანი დახმარების პროგრამა დამეხმარა, მაგრამ მუშაობა რა თქმა უნდა, მირჩევნია. სტრესია ერთგვარი სახლში ყოფნა", - ამბობს მარიამი.

ოჯახის საჭიროებები უცვლელი და მზარდია, ხოლო შემოსავალი კლებადი და თანაც უპროგნოზო. 

სამსახურის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა რომ იზრდება, ამაზე საქსტატის მონაცემებიც მიუთითებს.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.

,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს საქსტატის მონაცემებში ჩანს. ეკონომისტი ლევან ოყრეშიძე ამბობს, რომ ეს მონაცემები უახლოეს პერიოდში გაიზრდება და უმუშევართა პროცენტული მაჩვენებლით 15-16 %-ს მიაღწევს. 

"კორონავირუსი და პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ეკონომიკური აქტივობები მცირდება და მცირდება სამუშაო ადგილებიც. წლის ბოლომდე კიდევ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნება, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. მომავალი წლიდან უმუშევართა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. საქსტატი ითვლის სამუშაოს აქტიურად მაძიებლების მიხედვით მონაცემებს, ახლა მოქალაქეების ნაწილი აღარ ეძებს სამუშაოს, როდესაც ვირუსის კუთხით ვითარება ჩაწყნარდება, ეს ხალხი დაიწყებს სამუშაოს ძიებას და სადღაც 15-16 პროცენტით გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა", - განაცხადა ლევან ოყრეშიძემ.

მომავალ 5 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნაზე საუბრობენ ,,საზოგადოება და ბანკებში". ორგანიზაციის დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის განცხადებით, უმუშევართა მონაცემებში დადებითი ტენდენცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც შეზღუდვები დასრულდება. რადგან ტურიზმის სფერო ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი იყო და კორონავირუსმა დიდი დარტყმა სწორედ ამ სფეროს მიაყენა, უმუშევართა რაოდენობის ზრდაზე ამანაც დიდი გავლენა იქონია.

,,დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი ტურიზმის სფეროში იყო. ამაში შედიოდნენ სატრანსპორტო კომპანიები, ავიამიმოსვლა, სასტუმროები, რესტორნები, ადგილობრივი ტურისტული კომპანიები და ა.შ. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ერთი წელია ფაქტიურად უმუშევრები არიან. ამ სფეროს ამოძრავება შესაძლებელია ალბათ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან", - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის კრიზისის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი სწრაფი ნაბიჯებით და სწორი ხედვით უნდა მოგვარდეს. ამაში კი დიდი წვლილი პოლიტიკური კრიზის დაძლევამ უნდა შეასრულოს. 

,,ჯანდაცვის კრზისის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი სწორი ხედვებით და სწრაფი ნაბიჯებით უნდა მოგვარდეს, რის პოტენციალისა არსებული პოლიტიკური კრიზის ფონზე ვერ ვხედავ, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი და მმართველობა იქნება და არა კოალიციური. მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზის დაძლევა , რათა სამუშაო ადგილები შექმნას ბიზნესმა",- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ექსპერტები ეკონომიკის სფეროში განმარტავენ, რომ ერთჯერადი დახმარებები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა მოსახლეობას მხოლოდ შიმშილის დაძლევაში ეხმარება და დაკარგული სამსახურისგან გამოწვეულ კრიზის დაძლევაში ვერ შველის. მათი თქმით, გამოსავალი პანდემის დასრულებასთან ერთად კრიზის მაართვის კუთხით  სახელმწიფო პოლიტიკის სწორი მიდგომაა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.