"სუფთა სახლში", რომელსაც მთავრობის მიერ
დაწესებული შეზღუდვები არ შეეხო, მხოლოდ ჰიგიენის საშუალებები
იყიდება.
კომპანიის ქუთაისის ფილიალებში აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო
ნივთებისა და საახალწლო აქსესუარების გაყიდვის უფლება მთავრობის
გადაწყვეტილებით არ ეძლევათ.
ინფორმაციას არ ადასტურებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიას ყველანაირი პროდუქციის
გაყიდვა შეუძლია.
"მათ შეუძლიათ გაყიდონ დახლზე არსებული ყველა პროდუქტი. ასეთი
შეზღუდვა არ ყოფილა", - აცხადებენ მთავრობის
ადმინისტრაციაში.
"სუფთა სახლის" ფილიალებში საახალწლო აქსესუარებსა და საჩუქრებზე
წარწერა "24 დეკემბრამდე არ იყიდება" მას შემდეგ გაჩნდა, რაც
საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების
წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახალი შეზღუდვები დააწესა.
რაც შეეხება 24 დეკემბერს, საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2
იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მოიხსნება. სამი იანვრიდან კი ისევ
განახლდება და პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.
კორონაპანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა
ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები