მესამე დღეა საქართველოს მასშტაბით, კოვიდ-19-ის
წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რეგულაციები
მოქმედებს.
გასული დღე-ღამის განამვლობაში, დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის
შსს-ს თანამშრომლებმა 1244 ადმინისტრაციული ჯარიმა გამოწერეს. უწყების
ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე
მუხლით დაჯარიმებულია 67 ფიზიკური პირი, ხოლო პირბადის ტარების წესის
დარღვევისთვის 1177 ადამიანი.
საქართველოში ახალი შეზღუდვები 2020 წლის 28 იანვრიდან
ამოქმედდა.
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა
გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე
საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31
დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის
ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო
გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება
შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. ტაკეაწაყ, "დელივერი" და
"დრაივი".
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი
ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ
ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული
წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში,
ფოთში, ზუგდიდში, თელავში — და სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანში,
გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი
შეზღუდვები:
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ.
ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების
საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და
ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ
დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ
აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო
პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ
მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა
დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად და ჩერდება
სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების
ფუნქციონირება.
24 დეკემბრისა და 2 იანვრის პერიოდში
შეზღუდვების შემსუბუქდება:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული
ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე –
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24
დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა
ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და
სერვისებისა.
16 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის
მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო
ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული
ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ
მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება
მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება და შეზღუდვები
არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო
საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების,
ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და
პრესის ჯიხურების მუშაობას;
დელივერსა და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის
ცენტრების მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური
ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო
სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას
და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები