თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ
მხარდამჭერებს ოპოზიციურმა პარტიებმა სამი მთავარი მოთხოვნა
გააცნეს.
ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და
კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს და გათავისუფლდნენ
პოლიტპატიმრები - ეს ის მოთხოვნებია, რომლების შესრულებასაც
ოპოზიციური პარტიები მთავრობისგან დღეს, 20:00 საათამდე,
ითხოვენ.
,,წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე , რომ
გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს
ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა -
წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ
დაუპირისპირედება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ოპოზციური პარტიების
მთავარი მოთხოვნები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას მან
გააცნო.
თბილისში მიმდინარე აქციას
პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები
იმერეთიდანაც შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები