,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის
კანდიდატს, ირაკლი კიკვაძეს
ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კიკვაძე ამის შესახებ ,,ქუთაისიპოსტთან"
სატელეფონო საუბარში განმარტავს და ამბობს, რომ დაიზანებები სახის
არეში აქვს მიყენებული.
"ჩვენმა წევრმა
დამირეკა და მითხრა, რომ უბანზე დარღვევას ჰქონდა ადგილი და მუშაობაში
ხელს უშლიდნენ. მეც სწორედ ამის გამო მივედი იქ. უბანზე კი დაგვესია
"ოცნების" ათობით წარმომადგენლი. მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და
ამიტომ თვალი მაქვს ძალიან დაზიანებული".
,,ლეობორისტული პარტიის" მერობის კანდიდატსა
და ,,ქართული ოცნების"
წარმომადგენლებს დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის
გადამოწმების მიზნით, ,,ქუთაისიპოსტი" #37-ე საარჩევნო უბანზე მივიდა,
თუმცა კიკვაძე სამართალდამცავებს უკვე გადაყვანილი ჰყავდათ ქუთაისის
პოლიციიის მეხუთე განყოფილებაში.
მერობის კანდიდატის საარჩევნო უბანთან ცემის ფაქტი ,,ქუთაისიპოსტთან"
საუბარში მხოლოდ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დაადასტურა.
,,დაახლოებით 15 ადამიანი სცემდა კიკვაძეს. აყენებდნენ როგორც
ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც აქ ითქვა მას სცემდნენ
,,ქართული ოცნების" და ე.წ. ქურდული სამყაროს
წევრები".
ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ,,ქართული ოცნების"
ერთ-ერთმა აქტივისტმა კი განმარტა, რომ დაპირისპირება ირაკლი კიკვაძეს
პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. თუმცა რა პროვოკაციას ჰქონდა ადგილი,
მან ამაზე დეტალურად საუბარი არ ისურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში
აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე უწყება
განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს.
ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130
საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი უბანი თვითიზოლაციასა და
კარანტინში მყოფი პირებისთვისაა განკუთვნილი.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და
თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29
ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო
სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი
ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით
მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას
მისცემს.
31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად,
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.
ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის,
ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაშ ოთხი კანდიდატი.
მასალის გამოყენების პირობები