ქუთაისში ახლადგახსნილმა „მწვანე თეატრმა“ ორ დიდ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა.
ამ სივრცეში თავისი საიუბილეო 160-ე სეზონი გახსნა მესხიშვილის თეატრმა.
„მწვანე თეატრში“ წარმოადგინეს ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2020“ პირველი სპექტაკლი.
ფესტივალი 11 ოქტომბერს გაიხსნა და ათ დღეს გაგრძელდება ამავე სივრცეში.
ფესტივალში იმერეთის 8 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ერთი დამოუკიდებელი დასი და მესხიშვილის თეატრი იღებს მონაწილეობას.
ფესტივალი 21 ოქტომბერს დაიხურება.
„მწვანე თეატრში“ 14 ოქტომბერს სეზონს გახსნის ქუთაისის ოპერის თეატრიც.
წარმოდგენილი იქნება საოპერო მუსიკის კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით.
კოვიდრეგუალციების გამო, „მწვანე თეატრი“ რჩება თითქმის ერდადერთ ადგილად, სადაც პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს შეეძლებათ სპექტაკლების და კონცერტების გამართვა.
კოვიდინფექციის გავრცელების მიზეზით გამოცხადებული პანდემიის გამო ქუთაისში თეატრებმა მუშაობა 2 მარტს შეაჩერეს.
მასალის გამოყენების პირობები