ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით
ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატა, ხოლო სამი
გამოჯანმრთელდა.
ოთხივე პაციენტი ქუთაისიდანაა. მათი ინფიცირების წყარო
უცნობია.
"დაგვემატა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა სამი.
ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან, მათი ინფიცირების წყარო უცნობია,
ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად აქტიურად მუშაობენ. ამ
დროისთვის, პაციენტებს საჭირო კვლევები უტარდებათ. წინასწარი
შეფასებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",-
განაცხადა კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდდადებითი
პაციენტი მკურნალობს, ერთი კრიტიკულად მძიმეა. ვირუსი 119-მა
პაციენტმა დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები