აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. 263 598 ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.
მასალის გამოყენების პირობები