ქუთაისში, ყოფილი სამხედრო ყაზარმის შენობა
იყიდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მერია 1 873 550
ლარად ყიდის. საუკუნოვანი ნაგებობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ
ცენტრალურ უბანში დგას, 30 წელზე მეტია მიტოვებულია. ამორტიზებული
შენობა წლებია წამალდამოკიდებული ადამიანების თავშეყრისა და
პროსტიტუციის ადგილია. ანტისანიტარიაა შენობაშიც და მის
მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ქუთაისის მერია ობიექტის გასხვისებას დიდი ხანია
ცდილობს, თუმცა, "კოლიზეუმის" სახელით ცნობილი ყოფილი სამხედრო
ყაზარმის შენობა ინვესტორებისთვის საინტერესო, ჯერჯერობით, არ
აღმოჩნდა.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სამხედრო ყაზარმა 1860
წელს აშენდა. იგი ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19
საუკუნეში აქ იდგა ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული
ბატალიონიც. ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის
პირველი სართული ეთმობოდა.
შენობა საბჭოთა კავშირთან ერთად, საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის
შემდეგ დაინგრა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი,
დიდთოვლობამ დააზიანა და საბოლოოდ ჩამოანგრია.
მასალის გამოყენების პირობები