"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები
აფასებენ:
რადიო 'ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი:
სოციალურ და მედიასივცეში მოთხოვნადი და მზარდი პოპულარობით
სარგებლობა, დღევანდელ ინფორმაციულად დატვირთულ სამყაროში არც თუ
იოლია. მით უფრო, რომ იზრდება გემოვნება, მოთხოვნილება.
მომხმარებელი აღარ ინტერესდება მხოლოდ მწირი, ბეჭდური, ან ხმოვანი
ინფორმაციით. 21-ე საუკუნის ადამიანს აინტერესებს ფართოდ მიღებული,
სამსჯელოდ გამოტანილი ამბავი, ინფორმაცია, თემა.
"ქუთაისიპოსტმა" 1 წლის გნმავლობაში არა თუ მხოლოდ დაიწყო, არამედ
ყველა იმ კრიტერიუმს პასუხობს, რასაც მულტიმედიური საინფორმაციო
პლათფორმა ქვია.
მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. გოგონებო, თქვენ ძალიან ენერგიულები,
გონიერები, დაუზარლები, ინტერესიანები, შემოქმედებითები და მაძიებლები
ხართ. ამიტომაცაა "ქუთისიპოსტი" ჩემი საყვარელი საინფორმაციო
სივრცე.
გისურვებთ უფრო მეტ სიახლეს, წარმატებას არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე.
ბევრ გრანტსა და სოლიდურ შემოსავალს. მთავარი კი ჩემი აზრით მაინც
ვიზიტორთა სიმრავლეა. სიყვარული და გვერდით დგომა. არასოდეს
დაგეკარგოთ სტანდარტი და სულ უფრო მაღალი თამასა გქონოდეთ.
მასალის გამოყენების პირობები