"იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც
გამოცდის დღეს, თერმოსკრინინგის შედეგად, 37 გრადუსი ტემპერატურა
დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ"-
ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც
გამყრელიძემ აღნიშნა, ამის გამო აბიტურიენტი არ უნდა
დაიჩაგროს.
"ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი
ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე -
როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი
კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო
რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი
რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი,
თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ,
ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება
დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც
იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს
ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს
არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული
შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს", - განაცხადა
გამყრელიძემ.
კოორნავირუსის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი
თარიღი უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები