ქუთაისში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს
21:06 / 21.03.2020
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე
მომხდარ მკლელობაში ბრალდებული პირი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ
მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის
ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთ-შელაპარაკების ნიადაგზე,
იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის
მძღოლს – 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი – 1974 წელს
დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული
მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე
კილომეტრში დააკავეს, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და
8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია
განცხადებაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება
აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს,
9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, 1989 წელს მომხდარ
ტრაგედიაზე განცხადება საქართველოს მთავრობის სახელით, სოციალურ
ქსელში გააკეთა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები