ახალი ამბები
სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა
FaceBook
სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსხვერპლი განქორწინების საქმეს არკვევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დამნაშავე,  1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე,  მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს.


დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე
მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.
17:15 / 10.04.2025
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.
ქუთაისში, კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც, ჯერ
ჯიდევ, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
15:18 / 10.04.2025
ქუთაისში, კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც, ჯერ ჯიდევ, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.