ახალი ამბები
ღონისძიებები, რომელიც სკოლამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს
FaceBook

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად,

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის და პირობების უზრუნველსაყოფად, სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე სულ მცირე ორჯერ აწარმოოს მოსწავლეებისთვის საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანია ოჯახში ძალადობის და ბულინგის წინააღმდეგ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

 

სკოლების მიმართ, საკანონმდებლო აქტებში გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები ასეთია:

სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის განმავლობაში, სულ მცირე ორჯერ აწარმოოს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია:

ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;

დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია სკოლამ შეიძლება აწარმოოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე:

ა) დისკუსიების/დებატების მოწყობით; ბ) საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით; გ) საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით; დ) სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით; ე) საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით; ვ) ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით; ზ) როლური თამაშების გამართვით; თ) სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული); ი) მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით; კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ან/და მაგისტრანტებისა და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით; ლ) შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით.

სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ა) მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში; ბ) შვილთან ეფექტური კომუნიკაცია; გ) ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; დ) ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; ე) ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესი; ზ) სხვა საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.

მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სკოლა უფლებამოსილია:

ა) მიმართოს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს (სამმართველოს); ბ) მოიწვიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და მაგისტრანტები; გ) მოიწვიოს მართლწესრიგის ოფიცერი ან/და უბნის ინსპექტორი; დ) მოიძიოს ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

მანდატურის სამსახურის მიერ სკოლაში ორგანიზებული მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები შეიძლება იყოს როგორც ფასიანი, ასევე უფასო.

ეს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის სახეები არ არის ამომწურავი და სკოლა უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განახორციელოს ისეთი ღონისძიება, რომელიც პასუხობს ამ საკითხებს და არ არის გათვალისწინებული კანონის შესაბამის მუხლებში.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.

ახორციელებენ თქვენი, ან თქვენი შვილის სკოლები მსგავს ღონისძიებებს?

წყარო:  edu.aris.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.