ახალი ამბები
7 წლამდე ასაკის ბავშვებს ტყვიის შემცველობაზე უფასოდ გამოიკვლევენ
FaceBook

ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება.

ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სიმპტომებია მაგალითად, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა.

ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

"გასულ წელს დავიწყეთ "მიქსის" კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. ასევე, ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე. ეს კომპონენტი შევიდა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან", – აცხადებს ეკა ადამია. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები და პედიატრები გადამზადდნენ და მზად არიან პროცესის დასაწყებად.

წყარო: 1tv.ge

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.