ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ძირითადმა ფეხბურთელებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.
რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან“ - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ლიგის XXXI ტურის წინ, კლუბის დროებით მმართველი თემურ ჩეჩელაშვილი, მთავარ შემადგენლობას შეხვდა და შეეცადა ისინი მატჩის ჩატარებაზე დაეთანხმებია, თუმცა, უშედეგოდ. ფეხბურთელები კლუბში ფინანსური პრობლემების მოგვარებამდე მოედანზე გასვლას არ აპირებენ.
„ტორპედო“ -საბურთალოს“ მატჩი წყალტუბოში შედგება.
"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშის შეწყვეტის
შესახებ განცხადება 9 ოქტომბერს გააკეთეს. გუნდმა
კლუბში შექმნილი უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო, მატჩების
ჩატარებაზე უარი განაცხადა.
"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. ორი წლის
შემდეგ კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები