ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2019".


ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი ერთი ლექსის კონკურსია. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.

კონკურსის თემატიკა თავისუფალია,
კონკურსანტთა ასაკი შეუზღუდავი.


ორგანიზატორების ინფორმაციით კონკურსის მიზანია ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული პროცესების გააქტიურება, ქუთაისის კულტურულ - ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება.


საორგანიზაციო ჯგუფი არ მიიღებს ნაწარმოებს, რომელიც

1. უკვე გამოქვეყნებულია;
2. აქვს მდარე მხატვრული ღირებულება.
დაწუნებული ნაწარმოების ავტორს ეცნობება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდება 18 ნოემბერს, ხოლო გამარჯვებულთა გამოვლენა - დაჯილდოება გაიმართება 18 დეკემბერს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:

I ადგილი - 250 ლარი;
II ადგილი - 150 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი.

ფულადი პრიზის გარდა I ადგილის მფლობელი გახდება "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატი და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები.
საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „განთიადში“.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 18 ნოემბერი, 18:00 სთ. ნამუშევრები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი".
მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1.

კონკურსში მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.