ქუთაისის ცენტრში, ზებრა გადასასვლელთან შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის არსებული პანდუსი სამი თვეა დაზიანებულია.
ზაფხულში ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ პანდუსის შეკეთება
მიმდინარეობდა, თუმცა, შშმ პირებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა
დღემდე ასე გამოიყურება.
ქუთაისის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ.
მასალის გამოყენების პირობები