60 წლის ვახტანგ ჩუბინიძე, რომელიც სახანძრო–სამაშველო სამსახურში მეხანძრის პროფესიას 24 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, სამსახურიდან საზეიმოდ გააცილეს.
უკვე ყოფილ თანამშრომელს, მეხანძრე–მაშველებმა საპატიო კორიდორი მოუწყვეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა აპლოდისმენტებით გადაუხადეს.
გაცილების ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ. მათ ვახტანგ ჩუბინიძე წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები