ახალი ამბები
ბაღდათმა წელს პირველად ღვინის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
FaceBook

ბაღდათში წელს პირველად ჩატარდა ღვინის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლმუზეუმში უმასპინძლეს, სადაც ქართული ღვინო ადგილობრივებთან ერთად  უცხოელმა სტუმრებმაც დააგემოვნეს.

ფესტივალში 50 მეღვინე  მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ღვინოს ბაღდათში ამზადებს.

ღვინის გაყიდვა-დეგუსტაციასთან ერთად,  ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტი წარმოადგინეს მეწარმეებმაც, ფესტივალზე მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

ღვინის ფესტივალი ბაღდათში წელს დაფუძნდა, რომლის მიზანიც არის  ადგილობრივი წარმოების პროდუქციის  პოპულარიზაცია.

მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული ფესტივალი საღამოს ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
12:25 / 09.04.2025

ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.

12:20 / 09.04.2025
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს, 9 აპრილის მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, 1989 წელს მომხდარ ტრაგედიაზე განცხადება საქართველოს მთავრობის სახელით, სოციალურ ქსელში გააკეთა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.